საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
„ისრაელთან დაკავშირებით სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, გასცეს თუ არა ეს ორდერები, პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, რათა მხარი დაუჭიროს მის ბრალდებას. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სიტუაციაში”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პარიზმა ასევე განაცხადა, რომ ის აფრთხილებდა ისრაელს „მრავალი თვის განმავლობაში“ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების მკაცრი დაცვის აუცილებლობის შესახებ, „განსაკუთრებით ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიუღებელ დონეს და ჰუმანიტარული წვდომის ნაკლებობას“.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.