საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პეკინში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო.
„მინდა, გამოვხატო საფრანგეთის შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო და ირანის მიმართ ანალოგიური ბრალდებებისთვის. ეს ნიშნავს კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას. ფსონზე დევს უკრაინის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც უკვე ვთქვი, ფსონზე ასევე დევს საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა“, – განაცხადა სეჟურნემ.