საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება რომ დაუშვას, აუცილებელია ოფიციალურ თელ ავივზე ზეწოლა, თუნდაც სანქციების გზით
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების დასაშვებად აუცილებელია ოფიციალურ თელ ავივზე ზეწოლა, თუნდაც, სანქციების გზით.
„უნდა არსებობდეს გავლენის ბერკეტები და არსებობს მრავალი ბერკეტი, მაგალითად, სანქციები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს“, – აცხადებს სტეფან სეჟურნი.
მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გახსნის მოთხოვნას.
„საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შესთავაზა ევროკავშირს სანქციები ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გახსნის მოთხოვნას“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.