საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად.
აღნიშნულის შესახებ ჟან ივ ლე დრიანმა „ფრანს 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სიტუაცია სერიოზულია, ათი ათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას, ამასთან, უახლოეს დღეებში ბელარუსში რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების წვრთნები გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად.
რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაში სდებენ ბრალს. რუსეთის პრეზიდენტმა კი დასავლეთის ქვეყნები ისეთი სცენარის განზრახ შექმნაში დაადანაშაულა, რომელიც რუსეთის ომში ჩათრევას და მოსკოვის მიერ ინიცირებული უსაფრთხოების წინადადებების იგნორირებას ითვალისწინებს.