საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინსა და პარიზს შორის უთანხმოება არ არსებობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინსა და პარიზს შორის უთანხმოება არ არსებობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინსა და პარიზს შორის უთანხმოება არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება სტეფან სეჟურნემ ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენ საკითხების 80%-ზე ვთანხმდებით“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინაში ევროპის ქვეყნებიდან და ნატო-დან ჯარისკაცებს არ გააგზავნიან. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„არანაირი დრამა არ არსებობს, რადგანაც ჩვენ ერთნაირი მიზანი გვაქვს – უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა სეჟურნემ.