საფრანგეთის საელჩო - ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია
საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.
„ვითარება ჩორჩანას გარშემო, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეიარაღებული სუბიექტების უშუალო სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია.
ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.