კარლ ჰარცელი - ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს თავშეკავებულობას, გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩორჩანაში ვითარების ესკალაცია არ მოხდეს
კარლ ჰარცელი - ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს თავშეკავებულობას, გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩორჩანაში ვითარების ესკალაცია არ მოხდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – წერს კარლ ჰარცელი.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.