საფრანგეთის საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ით 218 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთის საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 218 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 24 594 ადამიანია დაღუპული.
საფრანგეთში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება იწყება. მოსახლეობა ვალდებული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დაუხრულ სივრცეებში პირბადეები ატარონ.