საფრანგეთის ქალაქ პუატიეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ პუატიეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე შეიარაღებული პირი გამოვიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს.

მინისტრის თქმით, წესრიგის აღდგენას საათზე მეტი დრო დასჭირდა.