საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია რამდენიმე პირი.
ფრანგული გამოცემა, „ფიგაროს“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ინციდენტი ნოტრ დამის ეკლესიის მახლობლად მოხდა. ქალაქის მერმა, ქრისთიან ესტროსიმ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ნოტრ დამის ეკლესია ქალაქის ცენტრში მდებარეობს.