საფრანგეთის ქალაქ მონს-ან-ბარიოლში უცნობი პირი ავტომობილით მეჩეთში შეიჭრა
საფრანგეთის ქალაქ მონს-ან-ბარიოლში უცნობი პირი ავტომობილით მეჩეთში შეიჭრა. ინციდენტის შემდეგ მძღოლი მიიმალა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ადგილობრივ პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა კარი შეანგრია და მეჩეთში შევიდა. მეჩეთში მდგარი ავტომობილის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილის მოტივზე გამომძიებლები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
ქალაქი მონს-ან-ბარიოლი აღმოსავლეთიდან ქალაქ ლილს ესაზღვრება, სადაც 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მეჩეთი საყოფაცხოვრებო მაღაზიის ყოფილ შენობაშია განთავსებული.