საფრანგეთის ქალაქ მარსელში შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, შენობის ჩამონგრევის ადგილას ორი ადამიანი დაღუპული იპოვეს. ფრანგი პროკურორის, დომინიკ ლორენსის განაცხადებით, 17-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა ჯერ არ არის დასტაბილურებული. ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მარსელის ცენტრალურ, ლა პლეინის რაიონში შენობა აფეთქების შედეგად დაინგრა. მარსელის მერის, ბენუა პაიანის თქმით, ორი მეზობელი შენობა ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა, მესამე კი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ არის. 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა ნანგრევების სიღრმეში ხანძრის ჩაქრობის მიზნით, რთული სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა არ დაეზიანებინათ ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ნანგრევების ქვეშ ყოფილიყვნენ, და არ დაეზიანებინათ მიმდებარე შენობები.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება, შესაძლოა, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარიყო.