საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტი ორდღიანი ვიზიტით სენეგალში ჩავიდნენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო წყვილს აეროპორტში სენეგალის ლიდერი მაკი სალი და მისი მეუღლე მირიამი დახვდნენ.
ორი ქვეყნის მთავრობა განათლების კუთხით საყოველთაო პარტნიორობის ინიციატივის ავტორია, რომელიც 65 განვითარებადი ქვეყნის ყველა მოზარდისთვის საბაზისო განათლების გარანტირებას ემსახურება. ამ ინიციატივის ფარგლებში შეხვედრა სენეგალში 2-3 თებერვალს გაიმართება.
ღონისძიება თავს მოუყრის დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთანაგ 3,1 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შეგროვდეს, რათა 870 მილიონი ბავშვისთვის განათლების უზრუნველყოფა დაფინანსდეს.