საფრანგეთის პრეზიდენტი ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსთან“ დაკავშირებით თავდაცვის საბჭოს იწვევს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის წარმოების ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსთან“ დაკავშირებული საკითხის გამოძიებაზე დღეს თავდაცვის საბჭოს სხდომას მოიწვევს.
„გამოძიება დაიწყო. რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს, რომელზეც ეს საკითხი განიხილება“, – განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა.