საფრანგეთის პრეზიდენტი არჩეული პოლიტიკური კურსიდან გადახვევას არ აპირებს
საფრანგეთის პრეზიდენტი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, არჩეული პოლიტიკური კურსიდან გადახვევას არ აპირებს. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ბუენოს აირესში გააკეთა, სადაც ის დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად არის ჩასული.
„ვხედავ უკმაყოფილებას, ვხედავ ადამიანების მოუთმენლობას, მოსახლეობის ნაწილის გაჭირვებას, რომლებსაც უკეთესად სურთ ცხოვრება. ჩვენ უახლოეს მომავალში დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუმცა ეს არ იქნება გადახვევა არჩეული კურსიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები არის გამოცდა ყველა ძალისთვის, ხალხისთვის და მთავრობისთვის.