საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები მომავალი კვირიდან შემსუბუქდება
საფრანგეთი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას ორშაბათიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა.
„სიენენენის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს ეტაპობრივი პროცესი იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეზღუდვების კვლავ გამკაცრება გამორიცხული არ არის.
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 25 ათასს აღემატება, ინფიცირებულია 175 000-ზე მეტი ადამიანი.