საფრანგეთის პრემიერი - რუსეთს სურს სომხეთის დასჯა მშვიდობისკენ სწრაფვისა და საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემისთვის, პრინციპებისთვის, რომლებსაც მოსკოვი უგულებელყოფს უკრაინაში
რუსეთს სურს სომხეთის დასჯა მშვიდობისკენ სწრაფვისა და საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემისთვის, პრინციპებისთვის, რომლებსაც მოსკოვი უგულებელყოფს უკრაინაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს სურს, დაისაჯოს სომხეთი, რადგან მან აირჩია დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის გზა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების გზით და აირჩია დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო.
გაბრიელ ატალმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის დამოკიდებულება, რომელიც არ გმობდა აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში.
„ეგრეთ წოდებულმა სამშვიდობო რუსულმა ძალებმა ჰუმანიტარული კრიზისის წარმოშობა დაუშვეს. დღეს გამოწვევაა სომხეთის დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, მისი ტერიტორიის დაცვაში დახმარება, ერთი სიტყვით, დახმარება სუვერენიტეტის დაცვასა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.