საფრანგეთის პრემიერი – რუსეთს სურს სომხეთის დასჯა მშვიდობისკენ სწრაფვისა და საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემისთვის, პრინციპებისთვის, რომლებსაც მოსკოვი უგულებელყოფს უკრაინაში

12:43, 21.03.2024
PARIS, FRANCE - JANUARY 09: France's newly appointed Prime Minister, Gabriel Attal listens to the speech of outgoing Prime minister Elisabeth Borne during the handover ceremony in the courtyard of the Hotel de Matignon on January 09, 2024 in Paris, France. French Prime Minister Elisabeth Borne resigned in a move that paves the way for a cabinet reshuffle as President Emmanuel Macron aims to give his presidency new momentum, just five months ahead of the European Parliament elections. Gabriel Attal, 34 years

რუსეთს სურს სომხეთის დასჯა მშვიდობისკენ სწრაფვისა და საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემისთვის, პრინციპებისთვის, რომლებსაც მოსკოვი უგულებელყოფს უკრაინაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს სურს, დაისაჯოს სომხეთი, რადგან მან აირჩია დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის გზა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების გზით და აირჩია დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო.

გაბრიელ ატალმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის დამოკიდებულება, რომელიც არ გმობდა აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში.

„ეგრეთ წოდებულმა სამშვიდობო რუსულმა ძალებმა ჰუმანიტარული კრიზისის წარმოშობა დაუშვეს. დღეს გამოწვევაა სომხეთის დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, მისი ტერიტორიის დაცვაში დახმარება, ერთი სიტყვით, დახმარება სუვერენიტეტის დაცვასა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი