საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ არ გაზრდის გადასახადებს მოქალაქეთა უმეტესობისთვის, თუმცა ყველაზე შეძლებულ ფენას მოუწევს ბიუჯეტში არსებული ხარვეზის გამოსწორებაში დახმარება
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს განცხადებით, ის არ გაზრდის გადასახადებს საფრანგეთის მოქალაქეთა უმეტესობისთვის, თუმცა ყველაზე შეძლებულ ფენას მოუწევს ბიუჯეტში არსებული ხარვეზის გამოსწორებაში დახმარება.
„მე არ გავზრდი გადასახადებს ფრანგებისთვის, რომლებიც უკვე იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს ევროპელ პარტნიორებს შორის, არც მუშებისთვის, არც საშუალო კლასისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავ ეროვნული ძალისხმევის საჭიროებას, რომელიც უნდა განხორციელდეს სიტუაციის გასაუმჯობესებლად, რაშიც უფრო პრივილეგირებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ბარნიემ.
როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ის მზადაა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმაში ცვლილებების განსახილველად, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ცვლილებამ არ უნდა დააზიანოს საპენსიო სისტემის ფინანსები.
მიშელ ბარნიემ ისაუბრა იმიგრაციის საკითხზეც და განაცხადა, რომ საფრანგეთის ახალი მთავრობა გეგმავს „პრაქტიკული ნაბიჯების“ გადადგმას იმიგრაციის შესაზღუდად. ამასთან, მიშელ ბარნიემ დასძინა, რომ ეს ზომები საფრანგეთის ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განხორციელდეს.