საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ არასში მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ არასში მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები

საფრანგეთში ჩეჩნური წარმომავლობის მამაკაცის მიერ მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში საფრთხის დონე უმაღლეს მაჩვენებლამდე გაიზარდა, – ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეთ ბორნის გადაწყვეტილებით, ქალაქ არასში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით მასწავლებლის მკვლელობას კავშირი აქვს იმასთან, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არასში მომხდარ ინციდენტს „ისლამური ტრორიზმის ბარბაროსობა“ უწოდა.

საფრანგეთის ქალაქ არასში მასწავლებელი ჩეჩნური წარმოშობის 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვმა მოკლა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მოჰამედ მოგუჩკოვი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.