საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ეროვნულ ასამბლეაში ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფს უხელმძღვანელებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ეროვნულ ასამბლეაში ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფს უხელმძღვანელებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფს უხელმძღვანელებს. ატალის ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნას მხარი 98 დეპუტატიდან 84-მა დაუჭირა.

გაბრიელ ატალი საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ „ააშენებს ხიდებს პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც საფრანგეთის წარმატების ერთგულები არიან და პატივს სცემენ პარტიის ღირებულებებს“.

მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სთხოვა დროებით თანამდებობაზე დარჩენა.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაკრონი აპირებს, დაეთანხმოს გაბრიელ ატალის გადადგომას სამშაბათს, 16 ივლისს, მთავრობის ბოლო სხდომის შემდეგ. ამავდროულად, მაკრონი უარს ამბობს მთავრობის ახალი მეთაურის დანიშვნაზე, ვიდრე კოალიცია არ ჩამოყალიბდება.