საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზამთარში მოსახლეობისთვის დენის გათიშვა დღეში ორი საათით საჭირო გახდეს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზამთარში მოსახლეობისთვის დენის დღეში ორი საათით გათიშვა გახდეს საჭირო. ეს განცხადება ელისაბედ ბორნმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, დენის გათიშვის მიზეზი ნაწილობრივ უკრაინაში მიმდინარე ომი, ნაწილობრივ ატომური ელექტროსადგურების გათიშვა, რომელთა რეაქტორები ტექნიკურ პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეგვექმნება. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
საფრანგეთი 67%-ით ატომურ ენერგიაზეა დამოკიდებული, ხოლო 7%-ით ბუნებრივ აირზე.
ამასთან, საფრანგეთის მთავრობა ირწმუნება, რომ მოქალაქეების სახლებში ბუნებრივი აირის გათიშვა ზამთარში არ იგეგმება. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში შეზღუდვები შეეხება ბიზნესს და ისინი გაზს გრაფიკით მიიღებენ.