საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმის მოხსნა უპასუხისმგებლობა იქნება
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმის მოხსნა უპასუხისმგებლობა იქნება. მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო ზომები კიდევ მინიმუმ ორი კვირა შენარჩუნდება.
საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში დღეს უფრო მეტი პაციენტი იმყოფება, ვიდრე ეს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მარტში იყო.
კასტექსის განმარტებით, ყოველი მეოთხე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი საფრანგეთში „კოვიდ-19“-ია.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, თუ კარანტინი ძალაში დარჩება და კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, მაშინ შესაძლოა, დაავადების მეორე პიკმა მომდევნო კვირას გადაიაროს.
საფრანგეთში კორონავირუსს 42 000 ადამიანი ემსხვერპლა, 1,86 მილიონი კი დაინფიცირდა.