საფრანგეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 14 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, რომლებიც ახალი წლის ღამეს პოლიციელებზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ოპერაცია 6 დეპარტამენტში ჩაატარა.
ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ახალი წლის ღამეს შამპინი-სიუ- მარნის დასახლებაში, რამდენიმე პირი ორ სამართალდამცავს დაესხა თავს.
რამდენიმე დღეში საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „თვითერში” დაწერა, რომ სამართალდამცველებზე თავდამსხმელები მკაცრად დაისჯებოდნენ.