საფრანგეთის პარლამენტში ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შესახებ ემანუელ მაკრონის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შესახებ ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას France-Presse-ი ავრცელებს.
კანონპროექტს 153-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგი იყო, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კანონპროექტი სენატს გადაეცემა.
10 დეკემბერს, ემანუელ მაკრონმა იმ ზომების შესახებ გამოაცხადა, რასაც მთავრობა ყვითელი ჟილეტების მოთხოვნების საპასუხოდ მიიღებს.
ყვითელი ჟილეტების აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 2019 წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასი უნდა გაზრდილიყო.
ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა.