საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას
საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას, – ინფორმაციას ამის შესახებ „france 24“ ავრცელებს. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია.
საფრანგეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი სულ 780-მა დეპუტატმა დაუჭირა, 72 კი წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ ვუგზავნით მესიჯს ყველა ქალს: თქვენი სხეული გეკუთვნით თქვენ და არავის შეუძლია, თქვენ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი ეს ნაბიჯი საფრანგეთის სიამაყედ შეაფასა.
ცვლილება კონსტიტუციის 34-ე მუხლში შევიდა, სადაც ჩაიწერა, რომ კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აქვს გარანტირებული თავისუფლება, მიმართოს აბორტს.