საფრანგეთის პარლამენტიდან ოთხი მხატვრული ტილო გაქრა
საფრანგეთის პარლამენტიდან ოთხი მხატვრული ტილო გაქრა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ნაციონალური ასამბლეის შენობიდან ოთხი მხატვრული ტილო გაქრა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ოთხი ნამუშევრის გაუჩინარება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ყოველწლიური ინვენტარიზაციის შედეგად აღმოაჩინეს.

საფრანგეთის პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ძებნა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. გაუჩინარებამდე ტილოები პარლამენტის შენობაში კედლებზე ეკიდა. ხელოვნების დაკარგულ ნიმუშებს შორისაა ბერძენი მხატვრის ტაკისის ტილო, ასევე თანამედროვე ფრანგი მხატვრების ერვე ტელემაკისა და რიშარ ტექსიერის ნამუშევრებია, ასევე უცნობი მხატვრის გრავიურა.

ტილოების გაუჩინარებას პოლიციის სპეციალური განყოფილება იძიებს.