საფრანგეთის ნაკრები ტონი პარკერის მაისურის ნომერს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებს #1TVSPORT
საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტონი პარკერის ცხრანომრიან მაისურს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებენ. სპეციალური ღონისძიება 2024 წლის ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის წინ მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე შედგება.
პარკერი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგი სამფეროვანთა ღირსებას 2001-2016 წლებში იცავდა, რა დროის მაინძლზეც ერთხელ ევრობასკეტი მოიგო (2013), კონტინენტის პირველობაზე ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა (2005, 2015), ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (2011). 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტონი პარკერი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი (საშუალოდ 19 ქულა) გახდა.
გარდა წარმატებული სანაკრებო კარიერისა, პარკერი ლეგენდად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც ითვლება. იგი გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ განუყოფელი ნაწილი იყო და NBA-ს ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიგო (2003, 2005, 2007, 2014). 2007 წელს ის „კლივლენდ კავალიერსთან“ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.