NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ პრეზიდენტი გახდება
NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ პრეზიდენტი გახდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონმა ტონი პარკერმა დაადასტურა, რომ უახლოეს წლებში საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ პრეზიდენტი გახდება.

„ეს სიმართლეა. ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ამგვარი რამ მოხდებოდა. შესანიშნავი შესაძლებლობაა. „ლიონი“ მსოფლიოს 50 საუკეთესო კლუბს შორის შედის“, – განაცხადა პარკერმა.

„ლიონის“ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, 71 წლის ჟან-მიშელ ოლამ, რომელიც კლუბს 1987 წლიდან ხელმძღვანელობს, პოსტი 2023 წელს უნდა დატოვოს.

ტონი პარკერი ლიონის საკალათბურთო კლუბის „ვილერბანის“ პრეზიდენტია.