ტონი პარკერმა ჩოგბურთში ინვესტირება დაიწყო
ტონი პარკერმა ჩოგბურთში ინვესტირება დაიწყო

ყოფილმა ფრანგმა კალათბურთელმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონმა, ტონი პარკერმა განაცხადა, რომ ჩოგბურთში დაიწყო ინვესტირება.

„მე ჩოგბურთის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ყოველთვის თამაშობდი, როცა საკალათბურთო სეზონებს შორის შესვენება მქონდა. კარანტინში კი კვირაში ხუთჯერ ვიყავი კორტზე. თქვენ გაიგებთ ჩემს სახელს ჩოგბურთში, რადგან დავიწყე თანხის ინვესტირება სპორტის ამ სახეობაში, მაგრამ ჯერ არ შემიძლია ამ თემაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი“, – განაცხადა პარკერმა.

ტონი პარკერი „ლიონის“ საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტია. 2023 წლიდან ის ანალოგიურ პოსტს დაიკავებს საფეხბურთო „ლიონში“.