ტონი პარკერი, შესაძლოა, საფრანგეთის სპორტის მინისტრად დაინიშნოს #1TVSPORT
ტონი პარკერი, შესაძლოა, საფრანგეთის სპორტის მინისტრად დაინიშნოს #1TVSPORT

ლეგენდარული ფრანგი კალათბურთელი, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი ტონი პარკერი ერთ-ერთი კანდიდატია საფრანგეთის სპორტის მინისტრის თანამდებობაზე. ეს პოსტი მნიშვნელოვანი გახდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის მზადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მთავრობაში გადაადგილებებისთვის ემზადება. ამ მომენტისთვის საფრანგეთის სპორტის მინისტრია ყოფილი მოცურავე როქსანა მარასინიანუ.

გამორიცხული არ არის, რომ მარასინიანუმ შეინარჩუნოს პოსტი, მაგრამ ფრანგული პრესა ასახელებს მინისტრის თანამდებობაზე სხვა კანდიდატებს: ტონი პარკერს, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორი ამელი უდეა-კასტერა, ყოფილი ქალი ფეხბურთელი ლორ ბულო და მაკრონის მრჩეველი სირილ მურენი.