NBA-მ და ევროპელმა ფანებმა ევროპელი მოთამაშეებისგან ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს #1TVSPORT
NBA-მ და ევროპელმა ფანებმა ევროპელი მოთამაშეებისგან ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) მორიგი გამოკითხვა ჩაატარა ლიგის 75 წლისთავთან დაკავშირებით. მისი მიზანი იყო NBA-ში მოთამაშე ევროპელებისგან ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა.

პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – ტონი პარკერი (საფრანგეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი), დირკ ნოვიცკი (გერმანია) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

მეორე სიმბოლური ნაკრები – დრაჟენ პეტროვიჩი (ხორვატია), პრედრაგ სტოიაკოვიჩი (სერბეთი), ტონი კუკოჩი (ხორვატია), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი) და არვიდას საბონისი (ლიეტუვა).

სიმბოლური ნაკრებების შერჩევისას 50 პროცენტით გათვალისწინებული იყო ევროპელი გულშემატკივრების ხმები და 50 პროცენტით – ექსპერტთა ხმები.

გამოკითხვისას ყველაზე მეტი ხმა გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ მიიღო.