საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამ რეგიონში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაწესებული ზომები გამკაცრდა
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამ რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომები გამკაცრდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულად მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის 19 რეგიონში მოქმედებს. ამ რეგიონებში დახურულია მაღაზიები, მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. სამსახურების უმეტესობა დისტანციური რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 93 ათასზე მეტი ადამიანი.