საფრანგეთის მთავრობამ ეგვიპტისთვის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთის მთავრობამ ეგვიპტისთვის „Dassault Rafale” ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მოგვიანებით შეთანხმება ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრომ, სოციალური ქსელის „ტვიტერის“ საშუალებით დაადასტურა.
ფრანგული გამოცემა „Disclose”-ის ინფორმაციით, შეთანხმება აპრილის ბოლოს იყო მიღწეული და ხელი, სავარაუდოდ, პარიზში ეგვიპტის დელეგაციის ჩასვლისთანავე მოეწერება.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, შეთანხმება 3.75 მილიარდი ევროზე გაფორმდება, რომლის 85% კრედიტის სახით იქნება გაცემული BNP Paribas, Credit Agricole, Societe Generale და CIC ბანკების მიერ.