საფრანგეთის მთავრობა გადადგა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა გადადგომის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აცნობა, რომელიც გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ედუარდ ფილიპის მთავრობა უფლებამოსილებას ახალი მთავრობის არჩევამდე შეასრულებს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ემანუელ მაკრონი იმედგაცრუებულ ამომრჩევლებში მანდატის გასაძლიერებლად მთავრობის დაშლას გეგმავდა.