საფრანგეთის მემარცხენე ალიანსის ლიდერები ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ პარიზში გამართულ დემონსტრაციებს შეუერთდნენ
საფრანგეთის მემარცხენე ალიანსის ლიდერები ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ პარიზში გამართულ დემონსტრაციებს შეუერთდნენ

საფრანგეთში მემარცხენე ალიანსის, „სახალხო ფრონტის“ ლიდერები დემონსტრაციებს შეუერთდნენ, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი მოიპოვა.

საპროტესტო მსვლელობას პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანმა გამართა. მემარცხენე ალიანსის ლიდერების განცხადებით, მათთვის „ამაღელვებელია“ იმ ხალხის დანახვა, რომლებიც მხარს უჭერს „სახალხო ფრონტის“ ალიანსს.

„ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ რასიზმმა, დისკრიმინაციამ, რომელიც კანის ფერზე, რელიგიაზეა დაფუძნებული, შეიძლება იარსებოს მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე ძლიერ ეკონომიკაში, საფრანგეთში. ეს ქვეყანა არის თავისუფლების ქვეყანა, თანასწორობის ქვეყანა“, – განაცხადა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, იან ბროსატმა.

საპროტესტო მსვლელობები, პარიზის გარდა, დაგეგმილია მარსელში, ტულუზასა და ლიონშიც.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.