საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რიესტერი კორონავირუსით დაინფიცირდა. „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის წევრი თავს კარგად გრძნობს.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, გასულ კვირას, რამდენიმე დღის განმავლობაში მინისტრი პარლამენტის ქვედა პალატაში იმყოფებოდა, სადაც მანამდე ვირუსით დაინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
„ფრანს 24“ წერს, რომ საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეხვედრია.