საფრანგეთის ხელისუფლებამ „გუგლი“ 150 მილიონი ევროთი დააჯარიმა
საფრანგეთის ხელისუფლებამ „გუგლი“ 150 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ხელისუფლებამ „გუგლი“ 150 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ „გუგლი“ საძიებო რეკლამის სფეროში დომინანტ პოზიციას ბოროტად იყენებდა.

„გუგლმა“ დანერგა გაუმჭვირვალე და რთული სისტემა, რომლითაც სარეკლამო პლატფორმა „გუგლ ედსს“ ამუშავებდა და მას არასამართლიანად იყენებდა“, – ნათქვამია საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში.

მარეგულირებელმა დაავალდებულა „გუგლი“, განაახლოს სისტემა, შეიმუშაოს და უფრო ნათელი იყოს სარეკლამო პლატფორმაზე ანგარიშების ბლოკირების წესები.

„გუგლის“ წინააღმდეგ გამოძიება ფრანგული კომპანია „გიბმედიას“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც სხვადასხვა ვებგვერდებს მართავს. ამ კომპანიის ანგარიში „გუგლ ედსის“ პლატფორმაზე 2015 წელს დაბლოკეს.

„გუგლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.