საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო - ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მცირდება
საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მცირდება, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამჟამად, საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 3147 პაციენტი. წინა დღესთან შედარებით, ეს 283 ადამიანით ნაკლებია.
საერთო ჯამში, საფრანგეთში ჰოსპიტალიზებულია 23 983 ადამიანი.
ბოლო დღე ღამეში გამოჯანმრთელდა 792 პაციენტი.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 278 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ს საფრანგეთში 25 809 ადამიანი ემსხვერპლა.