საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - მეგობრების სტუმრობის შემდეგ გაანიავეთ სახლი და დეზინფექცია ჩაატარეთ
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მეგობრების სახლში სტუმრობის შემდეგ კარგად გაანიავონ სახლი და დეზინფექცია ჩაუტარონ ნივთებს.
ჯერომ სალომონმა მოსახლეობა გააფრთხილა, კარანტინის შემდეგ მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვის დროს დაიცვან სოციალური დისტანცია.
„ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის მომაკვდინებელია“, – განაცხადა მინისტრმა.
55-დღიანი კარანტინი საფრანგეთში ცხრა დღის წინ დასრულდა. დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 143 427 შემთხვევაა დაფიქსირებული.