საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს, თუმცა ბოლოს ჩატარებულ ტესტებში ის არ დაფიქსირბულა.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც ცირკულირებდეს“, – აცხადებს ვერანი.
ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მსოფლის სხადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.