საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები თუ გაიმარჯვებენ, ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა ფინანსური კრიზისის რისკის წინაშე დადგება
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები თუ გაიმარჯვებენ, ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა ფინანსური კრიზისის რისკის წინაშე დადგება

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები თუ გაიმარჯვებენ, ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა ფინანსური კრიზისის რისკის წინაშე დადგება.

„ულტრამემარჯვენეებს როდესაც ვუყურებ, ვხედავ პროგრამას, რომელიც სიცრუისგან შედგება“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროსკეპტიკოსის, მარინ ლე პენის პარტია, რომელიც მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას და სამთავრობო სუბსიდიების გაზრდას დაჰპირდა, ვადამდელი არჩევნებზე მოწინავე პოზიციებზე ყოფნის შანსი აქვს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამჟამინდელმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ქვეყანაში ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს, ლე მარიმ უპასუხა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.