საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონატიდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს #1TVSPORT
საფრანგეთის ფებურთის ფედერაციის (FFF) პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ მოითხოვა რუსეთის ნაკრების გარიცხვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან.
„იქითკენ ვიხრები, რომ რუსეთი უნდა გააძევონ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან. ჩვეულებრივ, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა აახლოვებდეს და არიგებდეს ადამიანებს, ასევე ხსნიდეს დაძაბულობას მსოფლიოში, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შორს წავიდა, რომ სპორტული სამყარო და საფეხბურთო სამყარო აღარ უნდა დარჩნენ ნეიტრალურებად. მე არ ვიქნები რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგი. ჩვენ ვერ დავრჩებით ნეიტრალურები ამ ყველაფრის წინაშე. ვფიქრობ, მალე გავხდებით საფეხბურთო სამყაროს ერთიანი და სიმბოლური რეაქციის მოწმენი“, – მოჰყავს ლე გრეს სიტყვები გაზეთ le Parisien-ს.
რუსეთის ნაკრებმა 24 მარტს უნდა ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი პოლონეთის წინააღმდეგ, თუმცა, პოლონელებმა უკვე გამოაცხადეს უარი ამ თამაშში მონაწილეობაზე.