ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT

ნოელ ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, – ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა.

ლე გრე ფედერაციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამა წლის იანვარში ჩამოაშორეს მოვალეობების შესრულებას ზინედინ ზიდანის მისამართით უპატივცემულო კომენტარის გამო.

ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა მისი მხრიდან სექსუალური ზეწოლის მრავალრიცხოვანი შემთხვევები.

ლე გრემ ყოველგვარი მხარდაჭერა დაკარგა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში სამთავრობო აუდიტის შემდეგ.

აუდიტის შედეგები პროკურატურას გადასცეს და დაიწყო გამოძიება. თავად ლე გრე ყველა ბრალდებას უარყოფს.