საფრანგეთის ელჩი - ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე, იმედი გვაქვს, მთავრობა რაც შეიძლება მალე განაახლებს ევროპისკენ სვლას
საფრანგეთის ელჩი - ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე, იმედი გვაქვს, მთავრობა რაც შეიძლება მალე განაახლებს ევროპისკენ სვლას

ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა მალე განაახლებს ევროპისკენ სვლას.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო და საქართველოს მთავრობა დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. შემიძლია, დეტალურად მოვყვე ყველა ლარზე, რომელსაც ვხარჯავთ ამ ქვეყანაში და ვისაუბრო იმის შესახებ, იქნება თუ არა ეს გაჩერებული, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ გვსურს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე. ყველაფერს, რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, აქვს შედეგი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩენი შეფასება იმაზე დაყრდნობით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება მალე განაახლებს სვლას ევროპისკენ“, – აღნიშნა შერაზ გასრიმ.

ამასთან, საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ „მოუწოდებენ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას, გააერთიანონ ძალები, რათა წაიწიონ წინ, ევროპისკენ“.

„ახლახან საქართველომ წარმატებები მოიპოვა ფეხბურთში, ვუსურვებთ გამარჯვებებს სპორტის სხვა სახეობებში. რასაკვირველია, მთავარი გამარჯვება, რასაც ვუსურვებთ საქართველოს, არის, რომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ გზაზე. ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.