საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრი ნიკოლას ჰულოტი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საკითხებში მთავრობაში თავს მარტოსულად გრძნობდა, რადგან მის მოსაზრებებს არავინ იზიარებდა.
„ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას ვიღებ. გადავწყვიტე, ხელისუფლებიდან წავიდე. აღარ მსურს, შევიქმნა ილუზია, თითქოს, ხელისუფლებაში ჩემს ყოფნას რამე მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზნები ხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას ჰულოტმა France Inter-თან საუბრის დროს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯერ არაფერი იცის.