საფრანგეთის ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი წესრიგის აღდგენა იქნება - ფრანგ ხალხს სურს მეტი წესრიგი ქუჩებში, წესრიგი საზღვრებთან
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საჯარო მიმართვისას განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი წესრიგის აღდგენა იქნება.
„ფრანგ ხალხს სურს მეტი წესრიგი – წესრიგი ქუჩებში, წესრიგი საზღვრებთან“, – განაცხადა რეტაიომ.
მანამდე საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ ისაუბრა იმიგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ საფრანგეთის ახალი მთავრობა გეგმავს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას იმიგრაციის შესაზღუდად. ამასთან, მიშელ ბარნიემ აღნიშნა, რომ ეს ზომები საფრანგეთის ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განხორციელდეს.