გერმანიის შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება საფრანგეთმაც მიიღო. სააგენტო „ფრანს პრესი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.
„მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს ნაბიჯი არის ევროპული ინიციატივის ნაწილი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ, 40 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო.