საფრანგეთი ლიბანს სამხედრო თვითმფრინავებითა და აღჭურვილობით დაეხმარება
საფრანგეთი ლიბანს სამხედრო თვითმფრინავებითა და აღჭურვილობით დაეხმარება.
ინფორმაციას „სიენენი“ ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთიდან ლიბანში ორი სამხედრო თვითმფრინავი, 15 ტონა აღჭურვილობა და 55 სამხედრო პერსონალი ჩავა.
ასევე, საფრანგეთი ლიბანს დაეხმარება მოძრავი კლინიკითაც, რომელსაც 500 პაციენტის მიღება და მკურნალობა შეუძლია. დახმარებას ლიბანი დღეს, შუადღისთვის მიიღებს.
ლიბანს უკვე დაეხმარა ყატარი, ქუვეითი და ერაყი.