საფრანგეთი ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტზე პირველი მერვედფინალი გაიმართა და პირველი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. საფრანგეთის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში ოვერტაიმში დაამარცხა თურქეთი – 87:86.
პირველი ტაიმი საფრანგეთის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ერთ მომენტში ამ გუნდის სასარგებლოდ სხვაობა 16 ქულამდე ავიდა. თურქეთმა თამაშში დაბრუნება მესამე მეოთხედში შეძლო, როცა 38:49-დან 19:0 გაქცევა მოაწყო და 57:49 დაწინაურდა.
ამის შემდეგ თურქები მუდმივად წინ იყვნენ, მაგრამ სირენამდე 2.5 წამით ადრე რუდი გობერმა ევან ფურნიეს აცილებულს დანქით დაამატა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში საფრანგეთი მუდმივად წინ იყო და მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი გახდა, რომელმაც 20 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა. ეს არის ამ ევრობასკეტის ახალი რეკორდი მოხსნების რაოდენობით.
საფრანგეთმა მოხსნებში (45:31) და სამწამიანში დაგროვებული ქულებში (50:22) დაჯაბნა მეტოქე. ასევე აღსანიშნავია ფრანგების რეზერვისტების 41 ქულა. თუმცა, გუნდს 21 შეცდომა ჰქონდა, რაც თურქების 36 ქულაში აისახა,
მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები სერბეთსა და იტალიას შორის მოგებულს შეხვდება.
თურქეთი-საფრანგეთი 86:87 (ო)
11:18, 24:25, 22:6, 20:28, 9:10
თ: თუნჯერი (22), ქორქმაზი (18), შანლი (12+7 მოხსნა), ოსმანი (11), შენგიუნი (8) – სასტარტო; ჰაზერი (8+6 პასი), ოსმანი (7), მაჰმუთოგლუ (0), ბითიმი (0), საიბირი (0), ქაბაქა (0).
ს: გობერი (20+17 მოხსნა), ფურნიე (13), იაბუსელე (9), ალბისი (2), ტარპეი (2) – სასტარტო; ერტელი (13+7 პასი), მბაიე (9), ლუვავუ-კაბარო (9), პუარიე (6), ფალი (4), ოკობო (0).